რეზონანსი
26.10.2020

პირბადის ხმარების კულტურა მეტი და მეტია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. 60%-დან, რომ ავიდეთ 95%-მდე მნიშვნელოვნად შევამცირებთ ინფიცირების მატებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაცია გვაქვს სამ დიდ ქალაქში მოქმედებს.

„პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაცია გვაქვს სამ დიდ ქალაქში. პირბადის ტარების 95%-იანი ტარება თუ შესრულება, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ სერიოზულად შევამცირებთ ინფექციის გავრცელებას, მაგრამ შოლტის პრინციპი არაფერს იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ დავიდა აქამდე. მსიამოვნებს, რომ პირბადის ხმარების კულტურა მეტი და მეტია, მაგრამ მეტი გვჭირდება. 60%-დან, რომ ავიდეთ 95%-მდე, მნიშვნელოვნად შევამცირებთ ინფიცირების მატებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×