რეზონანსი
26.10.2020

მეექვსე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდის ცენტრში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს ეძებს. პარალელურად, მედიაში ძებნილის სავარაუდო ვინაობა დასახელდა. მედიის ცნობით, პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ბადრი ესებუაა.

"კურიერი" ბადრი ესებუას ოჯახს და ახლობლებს ესაუბრა. ესებუას მშობლები დუმილს ამჯობინებენ. ნათესავების თქმით კი, ბადრი ესებუა ბოლოს 23 ოქტომბერს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს.

ესებუას ნათესავები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ის სავარაუდო ძებნილია და ამბობენ, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს ბანკზე თავდასხმასთან.

მათივე თქმით, ბადრი ესებუა თბილისში იმყოფება, თუმცა რა მიზეზით იმყოფება ის დედაქალაქში, ნათესავები ვერ აკონკრეტებენ.

"თბილისშიაო წასული და რატომ წავიდა ახლა, მაგას ვერ გეტყვი, შეიძლება პაემანზე წავიდა. სენაკის ბაზაში მსახურობდა, 2008 წლის ომის შემდეგ არტილერისტი იყო, მგონი. ომის მონაწილეც არის, იმის შემდეგ მას სამხედრო ფორმა არ ჩაუცვამს. რატომ არ არის, იცით, ამის გამკეთებელი? - იმიტომ, რომ სიმაღლე არ ემთხვევა. სენაკის ბაზაში ხომ არის ეს მონაცემები, წონაც არის, ზომაც, ფეხი რა ზომაც აქვს, თავის ზომაც არის აღებული, ეს მონაცემები შეადარონ ვიზუალურად, ბანკში ვინც იყო იმისას," - აცხადებს ბადრი ესებუას ნათესავი.

"ცხვრებს მწყემსამვდა აქ, ყოველ დილით მიჰყავდა. აქ იყო სახლში, სამი დღის წინ აქ იყო, მომესალმა, ვსაუბრობდით... 2 მეტრია ის კაცი, ტელევიზორში ვინც გვანახეს, ტერორისტი და ეს პატარა ბიჭია," - განაცხადა ესებუას ნათესავმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×