რეზონანსი
26.10.2020

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვსჯელობთ. არ მიგვაჩნია, რომ ეს, ამ ეტაპისთვის, საჭიროა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაზეც, ძირითადად, ვმუშაობთ, ესაა პროტოკოლები. იგულისხმება სტაციონარიზაციის, გაწერის პროტოკოლები, რათა საავადმყოფოებსა და სასტუმროებში ნანკადების მმართვა უფრო ეფექტური იყოს. ასევე, ჩვენ არაერთი პროტოკოლი შევიმუშავეთ ოჯახის ექიმებისთვის. ამ დღეებში, ალბათ, ჩვენი ყველა მოქალაქე გრძნობს, თუ რამდენად გააქტიურდა ოჯახის ექიმების ჩართულობა მათი მართვის კომპონენტში. ჩვენ კიდევ ვდგამტა ნაბიჯებს, რომ ჩვეი თითოეული მოქალაქე იყოს თავისი პერსონალური ოჯახის ექიმის მიერ მართული და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საკმაოდ მოქნილი პროტოკოლები გვაქვს“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×