რეზონანსი
26.10.2020

წერტილოვანი შეზღუდვები, რომლის აუცილებლობა იყო, დაწესებულია, მოქმედებს და ახალი შეზღუდვების დაწესებას ამ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, არ ვაპირებთ. ხვალ თუ რაიმე შეიცვლება, ბუნებრივია, ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მას ასევე კითხვით მიმართეს კოვიდსასტუმროებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ერთეული პრობლემები კოვიდსასტუმროებში შესაძლებელია რომ იყოს.

„სისტემური პრობლემები ამ მხრივ არ არსებობს. თუ არსებობს ასეთი ერთეულ შემთხვევებში პრეტენზიები, ბუნებრივია, ამაზე შესაბამისი სსამსახურები მუშაობენ და არც არის გამორიცხული ასეთიშემთხვევები, მთავარია, რომ იქ, სადაც ეს გამოვლინდება რეაგირება იყოს დროული და ამისთვის შესაბამისი სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×