რეზონანსი
25.10.2020

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სახელმწიფო პროცესს სრულად მართავს. ქვეყანას საკმარისი სამედიცინო ინფრასტრუქტურაც აქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსია. ექიმები - რომლებიც ვირუსთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე არიან.

„საწოლფონდს და სასუნთქ აპარატს არ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა თუ რა რაოდენობის გვაქვს ქვეყანაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ექიმების ინტელექტუალური რესურსი და მათი რიცხოვნება. აქედან გამომდინარე, საქართველო და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს იმდენი პაციენტის მართვას, რამდენსაც გაუძლებენ ჩვენი ექიმები. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, რომ მნიშვნელოვანი არის მაქსიმალურად დავიცვათ საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახის წევრები, ვინაიდან ეს პირდაპირპროპორციულად აისახება სისტემის გადატვირთულობაზე“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

26 თებერვლიდან დღემდე 136 ექიმი დაინფიცირდა, მათ შორის 36 სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი. ამის მიუხედავად პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდება, არცერთ რეგიონში არ შეფერხებულა, საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დამატებით რეზერვებსაც გამოყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (25.10.2020)
როგორ დავამშვიდე!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×