რეზონანსი
25.10.2020

მინდა ვუთხრა ივანიშვილს, შე უდღეურო, ხელი არ წაგიცდეს გაყალბებაზე, შენი ქურდული ხელი არ წაგიცდეს ქართველი ხალხის თავისუფლების მოპარვაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი „დიდი გაყალბებისთვის“ ემზადება.

,,ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთვის, ჩვენ ვემზადებით ამ გაყალბების შესაჩერებლად და დიდი გამარჯვებისთივის. მინდა ვუთხრა ივანიშვილს, შენ უდღეურო, ხელი არ წაგიცდეს გაყალბებაზე, შენი ქურდული ხელი არ წაგიცდეს ქართველი ხალხის თავისუფლების მოპარვაზე. იცოდე, მზად ვართ აქამდე ყველაფერი გაპატიოთ და თვალი დავხუჭოთ, ოღონდ გვერდზე გაიწიო, ამოასუნთქებინო ხალხს და მისცე ხალხს განვითარების საშუალება. თუმცა, ამ დანაშაულს საქართველო არასდროს არ გაპატიებს. კარგად შეხედე ზუგდიდს და დაიმახსოვრე, 6 დღეში ან წყნარად გაჩოჩდები ხელისუფლებიდან, ან ნამდვილად არ შეშურდება შენი ბედის არცერთ მომავალ თაობას, ეს იქნება ყველაზე საზიზღარი ბედი ნებისმიერი ადამიანის ისტორიაში. ეს არის შენი ბოლო გაფრთხილება ზუგდიდიდან, მთელი საქართველოს სახელით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
დააააა   (26.10.2020)
ძალიან არ მომწონს ოცნება, მაგრამ ამ ე.წ. ოპოზიციას რომ ვუყურებ ალბათ ორივე ხელით შემოვხაზავ 41-ს.

nadzirala saakov   (26.10.2020)
რატომ აქვთ ასეთებს ადამიანის ფორმა გაუგებარია,რით ვერ მოიცილა ქვეყანამ ეს ავადმყოფი,რომ არ გინდოდეს ამის შემხედვარე გაიძულებენ ისევ ივანიშვილს მისცე ხმა და როგორ არ უნდა იფიქრო რომ ორივე ერთ თამაშს თამაშობს?

გალელი   (25.10.2020)
ვინაა უდღეური? ბიძინა თუ შენ? გეტყობა ბოლომდე რომ არა ხარ ჩამოყალიბებული ადამიანი...ასე ლანძღე შენც სხვა ქვეყნის პირველი პირი-ლილიპუტი უძახე და მერე დედა უტირა ლამის საქართველოს,შენი უტვინო საქციელის გამო.

კურდღელი   (25.10.2020)
შე მართლა უდღეურო მოგიტყან ჯიში


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×