რეზონანსი
25.10.2020

მსურს საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებისთვის მაგალითი გახდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია Fox News-თან „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა რთულია იმის პროგნოზირება, როდის რა მოხდება. ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ომს ერთი ქვეყანა არ აწარმოებს. ეს ცალმხრივი პროცესი არ არის, თუმცა შემიძლია, გითხრათ, როგორი რეგიონი მინდა ვიხილო. მინდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ღრმა ინტეგრაცია. მინდა ვიხილო, რომ ოდესმე, მომავალში სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყანასთან, საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები გარკვეულწილად გახდება მაგალითი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებისთვის, რადგან ყველა ომი მთავრდება და მშვიდობა დგება“, - განაცხადა ალიევმა.

მან აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა კვლავაც არსებობს.

„რატომ არ შეუძლიათ სომხებს და აზერბაიჯანელებს მთიანი ყარაბაღის რეგიონში ერთად მშვიდობიანად ცხოვრება, როგორც ამას საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და მრავალ სხვა ქვეყანაში აკეთებენ?“ -აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×