რეზონანსი
25.10.2020

თბილისის კლინიკა „ჯერარსში“ 69 წლის ქალი 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებული ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი იყო. ის თბილისში სამკურნალოდ 19 ოქტომბერს გადაიყვანეს.

სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ ექიმს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. მისი მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დამძიმდა.

„სამწუხაროდ, დღეს დილით გარდაიცვალა. ჰქონდა თანმხლები დაავადებები - ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე, მეტაბოლური დარღვევები და მსგავსი ჩივილები აწუხებდა. ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ექიმის გარდაცალების გამო“, - გვითხრეს პრესსამსახურში.

სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ სხვა ინფიცირებული მედიკოსების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამცხე-ჯავახეთში მეხუთე კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×