რეზონანსი
25.10.2020

არჩევნების შემდეგ არ არის გეგმაში, რომ მე ისევ დავბრუნდები იუსტიციის მინისტრად, - ამის შესახებ უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დადის ხმები იმის შესახებ, რომ ის თანამდებობაზე დაბრუნდება, თუმცა სინამდვილეში ამის სურვილი არ აქვს.

„ამაზე გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იგეგმება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მითქვამს, რომ 8 წელი საკმარისია და ვფიქრობ, რომ ის, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთმა გუნდმა და ერთმა სამინისტრომ 8 წლის განმავლობაში ერთგულად აკეთოს, ეს ვაკეთეთ. ახლა დროა, რომ დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც ამ ფუნდამენტზე უკვე კიდევ უკეთეს შენობას ააგებს, რომელსაც იუსტიციის სისტემა ჰქვია“, - აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო დატოვა. თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×