რეზონანსი
25.10.2020

სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ. არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის დე­ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის მი­მართ იე­რიშს გა­ნაგ­რძობ­დნენ, რა­საც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ემსხვერ­პლა.

მათი თქმით, თავ­დას­ხმე­ბი მარ­ტუ­ნი­სა­აღ და ას­კე­რა­ნის რა­ი­ო­ნე­ბის სოფ­ლე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­და­ცის უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რემ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი არ­მი­ის პო­ზი­ცი­ებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

მათი თქმით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ამ ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­ტრო­ლი კი­დევ რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ზე აღად­გი­ნა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ცო­ცხა­ლი ძა­ლი­სა და ტექ­ნი­კის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ა­ნად­გუ­რეს.

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში კონ­ფლიქ­ტი 27 სექ­ტემ­ბერს გამ­წვავ­და. სომ­ხეთ­მა და აზერ­ბა­ი­ჯან­მა ცე­ცხლის დრო­ე­ბით შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას ორ­ჯერ - 10 და 17 ოქ­ტომ­ბერს მი­აღ­წი­ეს, თუმ­ცა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი არ წყდე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×