რეზონანსი
25.10.2020

ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილ მურიკო ბულიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ის დაკითხვაზე ორჯერ იმყოფებოდა. დაზარალებულის სტატუსი ენიჭებათ სხვა მძევლებსაც. მეოთხე დღეა, პოლიცია ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ პირებს კითხავს.

მურიკო ბულია ერთ-ერთია, იმ 4 მძევლიდან, რომელიც თავდამსხმელს ბოლო ლოკაციამდე ავტომობილით მიჰყავდა. ის 21 ოქტომრის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ბანკიდან გასვლის შემდეგ თავდამსხმელმა რამდენინეჯერ შეცვალა მარშრუტი.

მისი თქმით, თავდამსხმელი მანქანაში აგრესიულად არ იქცოდა თუმცა სოფელ ჯგალში შორიდან გაჩერებულმა პოლიციის მანქანებმა, მისი გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც რამდენიმეჯერ ჰაერში გაისროლა. შემდეგ ჩხოროწუის მუნიციპალიტეტში მოითხოვა გზის გაგრძელება. სოფელი კირცხისა და სოფელ ჯიხაშკარის კვეთაზე ტყის პირას მდებარე მდინარეში შეაყენებინა მანქანა, საიდანაც გადმოსვა მძევლები. მანქანა წყლით შეძლებისდაგვარად გადაწმინდა და მოითხოვა ლოკაციის დატოვება, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×