რეზონანსი
25.10.2020

23 წლის მარიამ ძაგნიძე რამდენიმე თვის განმავლობაში უკურნებელ სენს ებრძოდა. როცა საქართველოში ფინანსური რესურსი ამოეწურა, გადარჩენის იმედით საფრანგეთში ქმართან ერთად გაემგზავრა და ლტოლვილად ჩაბარდნენ.

უიმედო პაციენტს, რომელსაც გადარჩენის 1%-იც კი არ ჰქონდა მაინც დაუწყეს მკურნალობა. სასწაულის მოლოდინში ერთი თვე გავიდა. როცა პროგრესის ნაცვლად რეგრესი დაიწყო, ექიმებმა მის მეუღლეს უთხრეს, მდგომარეობა უიმედოა, მარიამი ყოველ დღე სულ უფრო დამძიმდება და ჯობია თქვენს ქვეყანაში, ოჯახში დაბრუნდეთო…

„როცა ეს ამბავი მისმა 7 წლის გოგონამ გაიგო, დედა დიდი ადამიანივით დაიტირა. მერე ზეცას მიაპყრო თვალები და ღმერთს უთხრა: აღარ მიყვარხარ, დედა რატომ წამართვიო…“ – იხსენებს ოჯახის ახლობელი.

მარიამი ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან ოთხი დღის წინ გავიდა. დედამ გოგონას უკანასკნელი საჩუქარი, თეთრი სასახლე გაუკეთა.

"როგორც თავად იყო მარიამი, თოვლივით სპეტაკი და სუფთა, მისი უკანასკნელი სამყოფელიც ისეთი უნდა ჰქონდესო, ამბობდა დედამისი“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

მარიამ ძაგნიძეს სამშაბათს დაკრძალავენ.

წყარო: პრაიმტიამი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Robi   (25.10.2020)
Ramxela stresia bavshvistvis.acxona upalma misi suli😢😢😢


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×