რეზონანსი
24.10.2020

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილმა, დავით ხვიბლიანმა გარკვეული მედეასაშუალებების მხრიდან მის მიმართ ცილიწამებლურ განცხადებებზე “კურირთან” ისაუბრა.

როგორც ყოფილი მძევალი აცხადებს, მისი მისამართით გაჟღერებული ვერსიები აბსურდულია.

მისივე განმარტებით, მან ადვოკატი აიყვანა და თუ საჭირო გახდება სამართლებრივად იდავებს.

“ამ საკითხს ჩემი ადვოკატი სამართლებრივად მიხედავს. აუცილებლად შევიტან სარჩელს ცილისწამებისთვის. როგორც კონკრეტული პირები ამბობენ, მე რომ რაიმე საეჭვო გამეკეთებინა, არ მგონია დღეს ჩემს გემოზე ვყოფილიყავი. თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი, რაც შეეხება გამოძახებას, როდესაც გიძახებენ ყველანაირი აღჭურვილობით მიდიხარ, ვგულისხმობ ფორმას, გარდა იარაღისა. იმდენი რამ თქვეს ჩემზე, სისულელე იქნება ვთქვა, რომ ამისთვის მზად ვიყავითქო. როგორც მძევალი რომ გამათავისუფლეს, უკვე საღამო იყო. სახლში არ წამოვსულვარ, სამხედრო ბაზაზე წავედი, რადგან იქ უფრო მექნება სიმშვიდე და იმის საშუალება, რომ დავმშვიდებულიყავი,” – განაცხადა დავით ხვიბლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×