რეზონანსი
24.10.2020

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა. მან ხმა ფლორიდაში, პალმ ბიჩის ბიბლიოთეკაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა.

საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „ხმა მისცა კაცს, სახელად ტრამპი.

მან ასევე გააკრიტიკა ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ საკუთარი არჩევანი საარჩევნო უბნებზე დააფიქსირონ.

„ეს იყო ხმის მიცემის ძალიან უსაფრთხო პროცედურა, გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე ბიულეტინის ფოსტით გაგზავნაა“ , – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 50 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×