რეზონანსი
24.10.2020

„თვითკმაყოფილებას არ ვართ მიცემულები და კარგად ვხედავთ გამოწვევებს, ხალხის გაჭირვებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იქონიებს თუ არა გავლენას ნეგატიური ამბები, (საუბარი იყო კრიმინოგენურ ვითარებაზე) „ქართული ოცნების“ რეიტინგზე. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბინძური კამპანიის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55%-დან 60%-მდეა.

მისივე თქმით, გამარჯვებას და წინსვლას აუცილებლად სჭირდება არჩევნებზე მისვლა.

„ამან არ შეიძლება გავლენა იქონიოს რეიტინგზე იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს და ეს არის მცდელობა, ხალხს დააჯერონ, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. რეალური ცხოვრება რა თქმა უნდა, არ არის იდეალური. თვითკმაყოფილებას არ ვართ მიცემულები და კარგად ვხედავთ გამოწვევებს, ხალხის გაჭირვებას, რომელიც (2012 წლიდან) 30%-დან შემცირდა 19-ნახევარ პროცენტამდე, თუმცა ესეც ძალიან ბევრია და უამრავი მსგავსი საკითხია, სადაც ხელშესახები პროგრესი, შედეგი და გეგმა გვაქვს, რამაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს ევროკავშირის წევრობამდე, რომლის განაცხადსაც აუცილებლად შევიტანთ 2024 წელს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
***   (25.10.2020)
გამოსახრელი

***   (25.10.2020)
ვნერვიულობ არჩევნებამდე არ დაგიჟდეთ.ამაზრზენია ყველა პარტიისგან ოპოზიცია პოზიციებიდან ყოველივე რასაც თქვენ ეწევით.დარჩით ყველა ერთად და თუ რამ დაგრჩათ გამოსაცდელი გამოხარეთ. საგიჟეთი...

ჭორლეონე   (24.10.2020)
ერთი ხუთიანი ორად გეჩვენება შაშუბეშა.

1234   (24.10.2020)
მდინარ სიზმარსჰი ხარ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×