რეზონანსი
24.10.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმეზე, უკვე ყველა მოწმე დაკითხა. სამხარეო პოლიციაში გუშინ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ყოფილი მძევლების გამოკითხვა.

ერთ-ერთი ყოფილი მძევლის მეუღლემ, გიორგი ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლე ერთ-ერთია იმ მძევლებს შორის, რომელთაც „საქართველოს ბანკის" შენობა ყველაზე ადრე, სახურავიდან დატოვეს. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი ბანკის ფილიალში შეიჭრა, ის იყო აგრესიული და იქ მყოფებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი, მძევლებთან ერთად, პირველ სართულზე ჩავიდა, რამდენიმე ადამიანთან ერთად, მოახერხა ტერასაზე გასვლა და კარის სპეციალური კოდით ჩაკეტვა, რის შემდეგაც, ის მეუღლესა და სამართალდამცველებს დაუკავშირდა, რის შემდეგაც, ის შენობიდან გამოიყვანეს. თავად ყოფილმა მძევალმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„ძალიან აგრესიული იყო. ისროდა. შიგნით, ბანკშიც ისროდა. იგინებოდა, მძევლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ჩავიდა პირველ სართულზე და ამათ ისარგებლეს ამით, ავიდნენ ზევით, ტერასაზე. ტერასაზე არის კარი, რომელიც ჩაკეტეს. ის რომ იხურება, შემდეგ პაროლით იღება. როგორც თავად ახსოვს, ხელყუმბარა ხელში ეჭირა და ამბობდა, რომ ყველას ააფეთქებდა" - განაცხადა გიორგი ნარმანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×