რეზონანსი
24.10.2020

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას რესტორნების 22:00 საათზე დახურვის გადაწყვეტილების გადახედვის პირობა მიიღეს.

„კონკრეტული დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაცია, რომელიც 22:00 საათზე რესტორნების დახურვას ეხება, გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე შეპირება კონკრეტული მიღებულია", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, საუბარია რესტორნების დივერსიფიკაციაზე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ 22:00 საათის შემდეგ ისე, რომ კორონავირუსის გადაცემის რისკი ნაკლები იყოს.

22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა თბილისს და იმერეთში 16 ოქტომბრიდან აიკრძალა. 20 ოქტომბრიდან კი, იგივე აკრძალვა შეეხო მცხეთაში მდებარე რესტორნებსაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×