რეზონანსი
24.10.2020

წალ­კის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი უცხო­ე­ლე­ბის ოჯა­ხი და­ა­ყა­ჩა­ღეს. შემ­თხვე­ვა 23 ოქ­ტომ­ბერს სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და.

წალ­კა­ში მცხოვ­რე­ბი ზვი­ად ხა­ფა­ვა ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის დე­ტა­ლებზე საუბრობს.

"რამ­დე­ნი­მე წე­ლია წალ­კა­ში ცხოვ­რობს ეს ოჯა­ხი. ქმა­რი ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლია, ცოლი - ჩი­ნე­ლი. ჰყავთ შვი­ლე­ბი. სო­ფელ ბე­დი­ან­ში აშე­ნე­ბენ სას­ტუმ­როს და იქა­უ­რებ­მა იცი­ან, რომ შეძ­ლე­ბე­უ­ლი ოჯა­ხია. ყა­ჩა­ღებს ეკე­თათ სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი და ეფა­რათ კე­პე­ბი. და­უ­ბამთ პლას­მა­სის შე­საკ­რა­ვე­ბით ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი. რო­გორც ვიცი, წა­ი­ღეს მან­ქა­ნა, ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ფული. ყა­ჩა­ღე­ბი რომ წა­ვიდ­ნენ, ოჯა­ხის უფ­როსს შე­საკ­რა­ვი აუ­წყვი­ტავს და პო­ლი­ცი­ა­ში და­უ­რე­კავს", - გვიყ­ვე­ბა წალ­კის მკვიდ­რი.

შსს-ში მომ­ხდარს ადას­ტუ­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა 179-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს.

სრულად იხილეთ: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )