რეზონანსი
24.10.2020

ერთ-ერთი გათავისუფლებული მძევალი დავით ხვიბლიანი „საქართველოს ბანკში“ მომხდარ ინციდენტს იხსენებს და მძარცველის შესახებ საუბრობს:

„ისეთი თვალის ფერის ადამიანი დარწმუნებული ვარ, არასდროს შემხვედრია, მას ნიღაბი ეკეთა და თვალების გარშემო საღებავი ესვა. სიგარეტიც არ მოუწევია, წყალსაც თავისი ბოთლიდან სვამდა. შემომხედა და მითხრა, ფული შენ წამოიღეო. ჯარისკაცი რომ ვიყავი, მანამდე თავად ვუთხარი“, – იხსენებს ხვიბლიანი „ტვ პირველთან“.

შეგახსენებთ, ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ ის „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელის თანამზრახველი იყო. ამას თავად ხვიბლიანი კატეგორიულად უარყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×