რეზონანსი
23.10.2020

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის, გენერალ-ლეიტენანტის ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, მაშინ როდესაც, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰოჯესმა ამის შესახებ კიევის ფორუმში მონაწილეობისას განაცხადა, რომელიც უსაფრთხოება-2020-ს ეძღვნებოდა.

„მჯერა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი სწორედ ახლა. უკრაინას ამისთვის დასჭირდება გაცილებით მეტი დრო“, - აღნიშნა ჰოჯესმა.

ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ბოლოს და ბოლოს შეუერთდება ალიანსს, „როგორც ამის შესახებ წლების წინ პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა“.

მანვე დასძინა, რომ უკრაინამ ჯერ კიდევ უნდა გაიაროს ცოტაოდენი გზა და განაგრძოს ძალისხმევა, რათა გააძლიეროს ალიანსში მისი ინტეგრაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×