რეზონანსი
23.10.2020

ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, თავდამსხმელი იქნება დაკავებული და შემდეგ ჩახედონ ჩვენმა ოპონენტებმა თავიანთ წარსულს და მინისტრ გომელაურს თვალებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, სესიაშვილი გამოეხმაურა ოპონენტების შეფასებასაც, რომელთა აზრითაც ვახტანგ გომელაური არაეფექტური მინისტრია და აღნიშნა, რომ შს მინისტრმა ყველაფერი გააკეთა, რათა ბანკზე თავდასხმისას მძევლები უვნებლად გამოსულიყვნენ.

„როდესაც შედარებას ვაკეთებთ - „ნაციონალების" მმართველობის დროს გვყავდა მინისტრი, რომელიც ღიად, დაუფარავად ორ გვამს ითხოვდა, ჩვენ გვყავს მინისტრი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ 43 ადამიანი ძალიან რთული ვითარებიდან გამოსულიყო უვნებლად იმიტომ, რომ თავდამსხმელი იყო ძალიან კარგად მომზადებული, შეიარაღებული, ხელყუმბარა ჰქონდა გახსნილი. ვახო გომელაური არის ერთ-ერთი პროფესიონალი და გამორჩეული მინისტრი. ვერც ერთი ჩვენი ოპონენტის პოლიტიკური კაპრიზის და ინტერესების გამო მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. მეტიც, მან ძალიან ვაჟკაცური გადაწყეტილება მიიღო, როდესაც სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩაანაცვლა მძევლებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო. თუ ვინმე ამბობს, რომ ვახომ არასწორად იმოქმედა, მაშინ პასუხისმგებლობა აეღო იმაზე, რომ სპეცოპერაციისას ვინმე დაიღუპებოდა. ამას ვერ ხვდებიან", - განაცხადა სესიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (23.10.2020)
შენი დებილი დედას შევთხარე შე უვიცო მეპირე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×