რეზონანსი
23.10.2020

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე" თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი პირი დათო ხვიბლიანი აცხადებს, რომ ბრალდებები, თითქოს ის თავმდამსხმელის თანამზრახველი იყო, ცილისწამებაა.

როგორც დავით ხვიბლიანმა აღნიშნა, ის სენაკის სამხედრო ბაზაზე მსახურობს.

„ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე თქვეს და რასაც ავრცელებენ. ჩემი ღირსებაც შელახეს, სამსახურის შელახეს. არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც მე მგონი ქართველისთვის და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი. დანარჩენი რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, არ ვაპირებ პასუხის გაცემას, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ყველა კითხვაზე პასუხი გავეცი. რაც იყო, რაც მოხდა, როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა ეს ყველაფერი იცის გამოძიებამ, თუ საჭირო იქნება, გამოძიება იტყვის ყველაფერს. სერგო ჩაჩიბაია ვინ არის საერთოდ არ ვიცი, ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით", - განაცხადა ხვიბლიანმა.

კითხვაზე, პოლიციის შენობიდან წაიყვანა თუ არა სამხედრო პოლიციის მანქანამ, ხვიბლიანი აცხადებს, რომ ასე არ ყოფილა.

„ჩემს სამხედრო მოვალეობას ვასრულებდი და ვიყავი სამსახურში. რაც შეგიძლიათ გადაამოწმოს სამხედრო ბაზაზე", - განაცხადა ხვიბლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×