რეზონანსი
22.10.2020

ჩვენი მიზანია, რომ ტურიზმის ინდუსტრია უნდა აღდგეს სწრაფად, დაიწყოს მდგრადი განვითარება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიან ტურისტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა თელავში, პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ კერძო სექტორის მხარდაჭერას, რომელიც ძალიან დაზარლდა კოვიდ 19-ის დროს.

„შედეგად, 2024 წელს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს 10 მილიონ 500 ათას საერთაშორისო მოგზაურს და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მივიღებთ 6 მილიარდ ამერიკულ დოლარს.

ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმა გვაქვს, თუ როგორ ვგეგმავთ ასეთი ამბიციური მიზნის მიღწევას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გავზრდით ერთ ტურისტის საშუალო ღამისთევის რაოდენობას, რაც მიაღწევს შვიდ ღამეს - ეს მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული განთავსების ობიექტის საოჯახო სასტუმროსთვის, ბინების გაქირავებისთვის, საგრძნობლად გაიზრდება ქირავნობაზე მოთხოვნა. ასევე, გავზრდით საშუალოდ ერთ ტურისტზე დანახარჯს, რომელიც გაუტოლდება შვიდას დოლარს. ამას რა თქმა უნდა ძალიან პოზიტიური შედეგი ექნება ტურიზმში დასაქმებულებისთვის, ჩართულებისთვის და ასევე ისეთი მეწარმეებისთვის, როგორებიც არიან ფერმერები, მათ შორის ტაქსის მძღოლები და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, რომელსაც არაპირდაპირი შეხება აქვთ ტურიზმთან, რაც აისახება მათ კიდევ უფრო გაზრდილ შემოსავლებზე“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშლმა.

მისი თქმით, სახელმწიფო განვავითარებს ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს ზამთრის კურორტების განვითარებას.

„განვაგრძობთ სოფლებსა და რეგიონებში გავაკეთოთ ისეთი მცირე ინფრასტრუქტურა, როგორიც არის საპიკნიკე ზონები და გადმოსახედი ადგილები. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ოთხსეზონურობა, ამიტომაც ვაგრძელებთ ვიყოთ აქტიურები და განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს ზამთრის კურორტების განვითარებას. მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ შეიქმნება კურორტის მართვის ახალი სისტემა, რომელიც უზრუნვეყოფს კიდევ უფრო მეტად კომფორტულ გარემოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ანუ შიდა მოგზაურებისთვის ისევე, როგორც საერთაშორისო სტუმრებისთვის.

2023 წელს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ჩემპიონატის ფარგლებში ჩვენს ქვეყანას ესტუმრება ათასობით საერთაშორისო მოგზაური და სტუმარი, და რა თქმა უნდა, ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებები, რომლებიც აქტიურად და ძალიან ეფექტურად გააშუქებენ ჩვენი ტურისტული პოტენციალის შესახებ“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, გაფართოვდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ქუთაისის აეროპორტში 4-ჯერ უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლებს.

„შედეგად, ჩვენ 2024 წელს მივიღებთ ტურიზმის ინდუსტრიას, რომელიც იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოვებული. განვაგრძობთ ვიყოთ ჩვენი კერძო სექტორის მხარდამჭერები, იმიტომ რომ ჩვენი კერძო სექტორი, სამწუხაროდ, განსაკუთრებით დაზარალდა კოვიდ -19-ის დროს - ტურიზმი აღდგება სწრაფად, განვითარდება მდგრადად, ერთად შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, და რა თქმა უნდა, ეს აისახება თითოეული თქვენგანის, თქვენი კოლეგების კეთილდღეობაზე. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმეში, რაც ნიშნავს 2024 წელს იმას, რომ საქართველო გააკეთებს განაცხადს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“,- აცხადებს ქვრივიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×