რეზონანსი
22.10.2020

"ტვ პირველი" აუდიო ჩანაწერს ასაჯაროვებს, რომელშიც ოქროს მოწმე ხვიბლიანი ზუგდიდში ბანკის ძარცვის დროს მომხდარ დეტალებს დაწვრილებით აღწერს.

ხვიბლიანი ყვება, რომ შეიარაღებულ ყაჩაღს ჩანთით ფული პოლიციის უფროსმა მიუტანა, ჩანთა ადგილზე გახსნეს, დოლარები გადაამოწმეს და ამის შემდეგ გაქცევის ოპერაცია დაიწყო.

ხვიბლიანი ჩანაწერში ასევე აცხადებს, რომ ბანკის ტერიტორიის დატოვების შემდეგ გამტაცებლების მანქანას ის მართავდა და მათი მითითებით მისთვის გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

ხვიბლიანის თქმით, მას გამტაცებელთან ამ შემთხვევამდე არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია და არ იცის რა ნიშნით აარჩია პოლიციასთან კომუნიკაციისთვის.

ცნობისთვის, უკვე 12 სთ-ია დავით ხვიბლიანი იკითხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (23.10.2020)
მრავლობით რიცხვს რატომ ხმარობ, გამტაცებელი 1 იყო. უკმარისობის და სივაგლახის გრძნობა ჭარბობს სიხარულისას, რომ ხალხი გადარჩა. ს ა ა მ ა ყ ო არაფერი გვაქვს. მას ხალხის მოკვლა არ აინტერესებდა, რაც უნდოდა აიხდინა--ვინაა გამარჯვებული?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×