რეზონანსი
22.10.2020

კორონავირუსი მაშინ შეწყვეტს ცირკულაციას, როდესაც მსოფლიოში შემუშავდება პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ მოსახლეობის 70 პროცენტი ამ დაავადებას გადაიტანს, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტმა, მალვინა ჯავახაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„ბოლო დროს ექიმები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოგვიწოდებდნენ, რომ ვირუსთან თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ, სწორედ ამას გულისხმობდნენ, რომ ვირუსი მეტად შემოგვიტევდა. მაშინ შეწყვეტს ვირუსი ცირკულაციას, როდესაც მსოფლიოში შემუშავდება პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ მოსახლეობის 70 პროცენტი ამ დაავადებას მაინც გადაიტანს, მაგრამ ჩვენ ერთი გამარჯვება გვაქვს. მე როგორც ექიმი, ამას ნამდვილად ვთვლი გამარჯვებად, რადგან პირველმა დაკეტვებმა პირველი ტალღა აგვაცილა მაშინ, როდესაც ლეტალობა მთელ მსოფლიოში მაღალი იყო. დღეს შემთხვევებმა მოიმატა, მაგრამ ლეტალობამ იკლო“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (22.10.2020)
ეჰ,ასე თქვეს ამ შემთხვევაში 55 000 კაცი გარდაიცვლებაო საქართველოში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×