რეზონანსი
22.10.2020

2020 წლის რთველში ყურძნის ჯამური საპროგნოზო მოსავალი 300 000 ტონამდეა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პანდემიამ ძალიან შეცვალა რეალობა და მთავრობას ისეთი ნაბიჯების გადადგმა მოუწია, რომლის სურვილიც შესაძლოა არ ჰქონდა. 

"2018 წელს მოვახერხეთ სრულად გამოსვლა სუბსიდირების რეჟიმიდან და კერძო სექტორმა მოახერხა მოსავლის დაბინავება, თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ 2020 ძალიან რთულია ბევრი რამის გამო, მათ შორის ღვინის სექტორისთვის. 

რაც შეეხება ზოგადად „ხვანჭკარას“ და სხვა მიმართულებებს, ყველა ადგილწარმოშობის მიმართულებას თავისი კერძო მიდგომა ექნება, ეს მიდგომები იქნება თვისობრივად მნიშვნელოვანი ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და შემდეგ პერიოდში, 2021 წლიდან, დაიწყება აბსოლუტურად ახლებური მიდგომა ვენახში ხარისხის კონტროლის კუთხით, რაც თვისობრივად გადაიყვანს ახალ დონეზე ქართული ღვინის სექტორს. 

ერთ ეტაპი ღვინის ხარისხის გაუმჯობესების და ცნობადობის გაზრდის კუთხით უკვე გავიარეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამ პროცესში არის გლობალური კონკურენცია, მთელი მსოფლიო რაღაცას აკეთებს. 

ამიტომ იქნება განსხვავებული მიდგომა, ადმინისტრირება, რესურსები. 2021 წლიდან ქართული ღვინო დაიწყებს ახალ ეტაპზე გადასვლას, რომელიც მათ შორის „ხვანჭკარის“ ადგილწარმოშობაში ბევრ რამეს შეცვლის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×