რეზონანსი
22.10.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.

აქამდე არსებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.

„პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ვითარებას. ჩვენ მოდელირებაში ვიყენებთ სამ ძირითად ინსტრუმენტს. ეს არის გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტები, სადაც შეგვყავს ბევრი სხვადასხვა ციფრი, მოცემულობები და ამის მიხედვით ეს ინსტრუმენტები ითვლიან, როგორი შეიძლება იყოს გავრცელება. ზუსტად არ გიჩვენებს, მაგრამ ტენდენციებს გიჩვენებს. 

როცა სექტემბრის ბოლოსთვის თავიდან დავიწყეთ ამ ინსტრუმენტებით მუშაობა, სამივე ინსტრუმენტი გვეუბნებოდა, რომ ზრდა გექნებოდა. გარკვეულად მივყვებით ამ პროგნოზს, მაგრამ ცოტა მეტი შემთხვევა გვაქვს, გეტყვით პირდაპირ და ამიტომ, ახლა კიდევ ხელმეორედ უნდა დავთვალოთ ნოემბრის პროგნოზები. მაშინ ასეთი ტენდენცია იყო, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში პიკის დროს იქნება 3-4 ან თუნდაც 5 ათასი, მაგრამ არ გვინდა, რომ გვქონდეს 3 და 4 ათასი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მარინა   (25.10.2020)
დარXა კიდევ ვინმე დასაუფიცირებელიი??

სესილი   (23.10.2020)
რა გჭირთ ხალხო რატომ იწყევლებით როგორ შეიძლება?!წესები დაიცავითო არაფერს ვიჯერებთ რა ქნას ექიმმა მეტი ზოგი ამბობს ტყუილიაო მართალს ამბობენ იწყევლებით რას გავს ეს?!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×