რეზონანსი
22.10.2020

რომელიმე ტელევიზიის დახურვა, როგორიც არ უნდა იყოს ის, საქართველოში არავის ინტერესში არ შედის, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„არავის ინტერესში არ შედის საქართველოში რომელიმე ტელევიზიის დახურვა, როგორიც არ უნდა იყოს ის. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც ხელისუფლება აჩუმებდა, იტაცებდა ტელევიზიებს და საბოლოო ჯამში მონოპოლიური სატელევიზიო გარემო ჩამოაყალიბა. ამისი არავითარი ინტერესი დღეს არავის აქვს და ამის შედეგია ის, რომ სრული პლურალიზმია უზრუნველყოფილი ქვეყანაში. 2012 წლამდე ვითარება ამ სფეროში რადიკალურად განსხვავებული იყო, რაც მაშინდელი ხელისუფლების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×