რეზონანსი
22.10.2020

ფაშინიანმა მოხალისეებს მოუწოდა ყარაბაღის ომში ბრძოლის წინა ხაზზე წასვლისკენ. მისი თქმით, აღნიშნულ კონფლიქტის დიპლომატიურად მოგვარების შანსი არ არსებობს.

„ყველა დიპლომატიური გზა მისაღებია სომხური მხარისთვის, თუმცა ეს მეთოდები მიუღებელია აზერბაიჯანისთვის"- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშული განცხადება ოფიციალურმა ერევანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთში უმასპინძლეს დაპირისპირებული მხარეების მაღალჩინოსნებს მოლაპარაკებისთვის. მინსკის ჯგუფის წევრები ცდილობენ დიპლომატიური მეთოდებით მოახერხონ კონფლიქტის დასტაბილურება შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩართულ მხარეებს შორის, თუმცა ამ დრომდე მიუღწეველია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დაცვა აზერბაიჯანულ და სომხეთის სამხედროებს შორის.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი ყარაბაღში უკვე 25 დღეა, რაც მიმდიანრეობს და ამ დრომდე აშკარად შეიმჩნევა აზერბაიჯანული არმიის წინსვლა ყარაბაღის სიღრმეში. უკანასკნელი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა არმია მთლიანი სამხრეთის ფრონტის ხაზი მოარღვია და ირანის საზღვარზე გასასვლელი გადაკეტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
mzirali   (22.10.2020)
მეტი რაღა დარჩენია, მანამდე უნდა გამოეცხადებინა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×