რეზონანსი
22.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში მყოფი პირები სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

რაც შეეხება ბინაზე მყოფ პაციენტებს, გამყრელიძის თქმით, მათ პირველადი ჯანდაცვის ექიმი ყოველდღე ურეკავს და შემდეგ კითხვარის მიხედვით წყვეტს, ექვემდებარება თუ არა პაციენტი კლინიკაში გადაყვანას.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, არაფერს მალავს. მისი განმარტებით, რეალობაა, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, თუმცა ვირუსის მართვა დღეს უკეთაა შესაძლებელი, ვიდრე იყო გაზაფხულზე.

„მოგეხსენებათ, კოვიდ-სასტუმროებში სამედიცინო პერსონალია და პაციენტები ყოველდღიურად ისინჯებიან სამედიცნო პერსონალის მიერ. ხოლო ბინაზე მყოფებთან ხდება დარეკვა. საკმაოდ კარგად გაიშალა ახლა პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობა ამ ქსელში. ქვეყანაში დაახლოებით 2 500-დან 3000-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმია. ბინაზე დღეს არის 8 195. ანუ, თითოეულმა ექიმმა დღეში 3-4 ავადმყოფს რომ დაურეკოს, საკმარისია, დაურეკოს, მოიკითხოს, რა აწუხებს და ექიმი წყვეტს კითხვარის მიხედვით, ინფიცირებული ექვემდებარება თუ არა შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანას თუ სახლში დარჩება. არის კრიტერიუმები, ვის ვტოვებთ ბინაზე. რაც გინდა ვიღაცამ დაგვაბრალოს, რომ რაღაცას ვმალავ, ნამდვილად არ ვმალავ. არ ვმალავ იმას, რომ ინფიცირება გაიზრდება, სამაგიეროდ, ჩვენ უკვე ვისწავლეთ ამ ინფექციის უკეთესად მართვა, რაც ნამდვილად არ ვიცოდით გაზაფხულზე და ძალიან გვეშინოდა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (22.10.2020)
მადლობა ექიმებს მძიმე შრომის და თავგანწირვისთვის.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×