რეზონანსი
22.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას, რომ საქართველო კორონავირუსის მე-2 ტალღას მოუმზადებელი შეხვდა.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მე-2 ტალღისთვის ბევრად უკეთაა მომზადებული ვიდრე იტალიის ჯანდაცვის სისტემა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, წელს საქართველო უკეთესად იყო და არის მომზადებული, ვიდრე ოდესმე.

„იტალიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა აქვს, ჩვენზე ბევრად უკეთესი. მაგრამ ხომ ხედავთ, რომ უკვე 3 კვირაზე მეტია რაოდენობა ძალიან იზრდება და ჯანდაცვის სისტემა უძლებს, ანუ ჩვენ ბევრად უკეთ ვართ მომზადებული, იდეალური ამ ქვეყანაზე არაფერია.

მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ წელს უკეთესად ვიყავით და ვართ მომზადებული, ვიდრე როდესმე ვყოფილვართ, ანუ საწოლები უფრო უკეთესი გვაქვს, რესპირატორები უფრო უკეთესი გვაქვს, უფრო მეტი რესპირატორი გვაქვს, ჟანგბადის მიწოდების მეტი საშუალება გვაქვს, არ არის ქვეყანაში წამლების დეფიციტი არ არის და ა.შ. რა თქმა უნდა ნაკლი ყველაფერში შეიძლება ნახო, მე პოლიტიკაში არ ვეჭრები, თუმცა გასაგებია, რომ ვიღაცამ ვიღაცა ყოველთვის უნდა აკრიტიკოს, ჯანსაღი აზრი გამოდის მერე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×