რეზონანსი
22.10.2020

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის გიგი უგულავას საარჩევნო შტაბთან "ქართული მარშის" წევრი ირაკლი შიხიაშვილი მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შტაბთან მივიდა იმ მიზნით, რომ პირადად ნახოს გიგი უგულავა და ესაუბროს გუშინდელ მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც გიგი უგულავა და "ქართული მარშის" წევრი გიორგი გაბედავა ერთანანეთს დაუპირისპირდნენ. შიხიაშვილსის თქმით, ის უგულავასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამასთან, უგულავას შტაბის წევრები შიხიაშვილის მისამართით სკანირებენ "წადი".

"უგულავასგან ბოდიშის მოხდას და მის მიერ ჩადენილი საქციელის დაგმობას ვითხოვ. ჩემი აქ მოსვლის მიზანი გიგი უგულავას ნახვაა. მე ვარ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და მოვედი თბილისის ყოფილ მერთან, რათა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩემი საკრებულოს თავმჯდომარეობისას მასზე 30 ტომი დაიწერა", - განაცხადა შიხიაშვილმა.

ადგილზე შიხიაშვილს უგულავას შტაბის ხელმძღვანელი ბათუ შელია დახვდა, რომელმაც შიხიაშვილს უთხრა, რომ სხვისი დავალებით მოქმედებს. მისი თქმით, გაბედავასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და სიტყვიერი დაპირისპირება კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.

"დავალებით მოქმედებთ, ეს არის დაგეგმილი", - განაცხადა შელიამ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
არ დაიჯერო   (22.10.2020)
გაბედავა რომ რუსეთის აგენტია,ეს საყოველთაოდ ცნობილი,შიხიაშვილი კი ჩვეულებრივი კლოუნიადა მიკვირს სააკაშვილს რატომ ყავდა საკრებულოში


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×