რეზონანსი
21.10.2020

ჯერჯერობით არ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი მძევალი რჩება ბანკის შენობაში, თუმცა ამის დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი სტრუქტურები აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ამ მოლაპარაკებების დეტალები ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია.

„შესაბამისი სტრუქტურები აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ამ მოლაპარაკებების დეტალები ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. როგორც იქნება სიახლე, გამოვა სამინისტროს წარმომადგენელი და დეტალურად განმარტავს ყველაფერს. ჯერჯერობით არ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი მძევალი რჩება ბანკის შენობაში, თუმცა ამის დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×