რეზონანსი
21.10.2020

მედიკოსების რესურსი არის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იყო გარკვეული უკმაყოფილებები, დაგვიანებით კონსულტაციებთან დაკავშირებით და ა.შ. თუმცა, ეს იყო ერთეული შემთხვევები და მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ პროცესში თუ რამე ხარვეზი არის, გამოასწოროს.

„ეს ადამიანები, ძალიან დიდ შრომას წევენ ამისთვის. იყო გარკვეული უკმაყოფილებები, დაგვიანებით კონსულტაციებთან დაკავშირებით და ა.შ. თუმცა, აქაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ერთეული შემთხვევები და ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პროცესში თუ რამე ხარვეზი არის, გამოვასწოროთ. ელემენტარულად, ციფრებს რომ გადავხედოთ, დღეის მდგომარეობით, ამ ადამიანებმა, მაგალითად მარტო დღევანდელი დღე რომ ავიღოთ, 21 000-ზე მეტ პაციენტს მოემსახურენ და კონსულტაცია გაუწიეს. ერთია, რასაც ამ ერთეულ შემთხვევებს ვხედავთ და მეორე არის კიდევ რეალური სურათი, რაც აუცილებლად, მანამ, სანამ ამ ადამიანებს გავაკრიტიკებთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მათ მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×