რეზონანსი
21.10.2020

მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი საინტერესო დამოკიდებულებაზე საუბრობს:

“ივანიშვილმა ვერ გათვალა ჩემნაირებთან ურთიერთობა და  ჩემნაირები ბლომად ვართ, ხალხი, რომლებმაც ხელისუფლებაში მოვიყვანეთ და მერე ჩვენ მისთვის გავხდით არაკომფორტული მოცემულობის ადამიანები. ჩემი მეგობარი, სოსო ჯაჭვლიანი სრულიად დისკრედიტირებული გახადა „ქართულმა ოცნებამ“, პირში ეუბნებოდა ივანიშვილს, ამათი იმედი არ გქონდეს, ესენი დაგღუპავენო. წარმოიდგინეთ, სოსო ახლა ჩრდილში დგას, ცაიტნოტშია და დაიტოვა ისინი, ვინც პირფერობს.

გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს 2020 წელს პარტია დაეშლება. ივანიშვილს შეიძლება ეწყინოს, მაგრამ იგი პარტიაში ვერაფერს წყვეტს, ივანიშვილის არის მთავრობა, პარტიაში ყველაფერს წყვეტს კახა კალაძე, არ ვამბობ, რომ კალაძე ცუდი პიროვნებაა, მე ვამბობ, რომ ასეთია რეალობაა. კალაძე არავინ არ არის, ფეხბურთელია ერთი, შენ შემოგევლე და რამდენი ფეხბურთელი დააყენა ახლა დეპუტატობის კანდიდატად, ყველას ენაცვალოს ჩემი თავი, არც ერთთან პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ ეს არის მისი პოლიტიკური კლანი. ჭკვიანია, შექმნა და მიაღწია. 

ივანიშვილი პარტიაში ვეღარაფერს წყვეტს, თუმცა, ბიძინას ჰქონდა მცდელობა სიტუაციის გადარჩენის, მან შემოიყვანა ღარიბაშვილი, როგორც საპირწონე, მაგრამ, ირაკლის ფიგურა ვერ ჩანერგა ისე, როგორც საჭიროა. ვერც გახარია ქმნის პარტიაში ამინდს. ამაზე ვერავინ ლაპარაკობს, მაგრამ მე გეუბნებით პირდაპირ.

თქვენ გახსოვთ, ზვიად გამსახურდია დაღუპა გარემოცვამ, შევარდნაძე დაღუპა გარემოცვამ, სააკაშვილი დაღუპა გარემოცვამ, და ივანიშვილსაც, თუკი დაღუპვა ელის – დაღუპავს გარემოცვა“, - განუცხადა შათირიშვილმა "ალიას".

წყარო: ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
--   (21.10.2020)
შე სირო რას ბოდიალობ? თითქოს თქმა გინდა მაგრამ გეშინია, ვერ ბედავ!

tatoo   (21.10.2020)
ჯაჭვლიანი რომ უხსნის საქმის ვითარება ესაა სატირალი. ეხ ბიძინა სანამდე დახვედი? ნორმალური არ დაგრჩა ვინმე ვინც აგიხსნის საქმის არს

მედეა   (21.10.2020)
გარემოცვა მართლაც არასახარბიელოა, მაგრამ ივანიშვილი მაღლა რომაა--- 3 იმდენი ქვემოთაა, ეშმაკობასა და სიბრძნეში ვერავინ აჯობებს, მე ასე მინდა იყოს და ღმერთმა ნუ ქნას ზვიადის შეედაროს. საქართველო ვერ გადაიტანს თქვენგან მინიშნებულ კიდევ ერთ დაღუპვას. გ ვ ე ყ ო, კარგზე იფიქრეთ და გვანუგეშეთ!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×