რეზონანსი
20.10.2020

ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე წამოგება ან ძალადობის ინსტრუმენტად ქცევა წინასაარჩევნო პროცესში მიიღებს საკადრის პასუხს, რომელი პარტიის ან კანდიდატის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ესა თუ ის პირი. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენი მთავარი პასუხი უნდა იყოს სიმშვიდე და ჩვენს ამომრჩეველთან მუშაობა, ვინაიდან ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც ხალხს არჩევანი დაუბრუნა და გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენს ოპონენტებს აწყობთ, რომ ქვეყანაში მეტი ქაოსი და სპეკულაციები იყოს. მინდა, პირველ რიგში, როგორც კანდიდატმა, ჩვენს ამომრჩეველსა და აქტივს მივმართო - ხალხს, ვინც საარჩევნო რეჟიმში „ქართლი ოცნებისა“ და ჩვენი ქვეყნის ერთად განვითარებისა და წარმატებისთვის იბრძვის - არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე წამოგება ან ძალადობის ინსტრუმენტად ქცევა წინასაარჩევნო პროცესში მიიღებს საკადრის პასუხს, რომელი პარტიის ან კანდიდატის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ესა თუ ის პირი. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენი მთავარი პასუხი უნდა იყოს სიმშვიდე და ჩვენს ამომრჩეველთან მუშაობა, ვინაიდან ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც ხალხს არჩევანი დაუბრუნა და გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს. 31 ოქტომბერს, ისევე როგორც წინა წლებში, ხალხმა უნდა თქვას, ვინ უნდა იყოს მომავალი 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში. ჩვენ, კანდიდატები, უნდა ვესაუბროთ ჩვენს ამომრჩევლებს და ამომრჩეველმა უნდა დაგვისვას კითხვები. რეგიონებში, საარჩევნო პროგრამის წარდგენის ფორმატში ჩვენ ვცემთ სერიოზულ პასუხებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდება ქვეყანა მომავალი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (21.10.2020)
თუ გინდა ხო ზალხი არჩევნებზე არ მივიდეს, შენი სურათი გამოაკარი უბნებზე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×