რეზონანსი
20.10.2020

კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება და უყურადღებოდ დარჩენილი მოხუცები - გარდაცვლილი ასაკოვანი პაციენტის ნათესავები აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ცუდად მყოფი მოხუცებული კლინიკაში არ გადაიყვანა.

"სასწრაფოს ექიმმა არ წაიყვანა, ასეთ ასაკოვნებისთვის ადგილი აღარ გვაქვსო, გადაჭედილია ყველაფერი ვერ წავიყვანთო" - აცხადებს გარდაცვლილის ახლობველი.

გარდაცვლილი პაციენტის ნათესავი ყვებიან, რომ ქალბატონი დაახლოებით 5 დღე ცუდად იყო. ჰქონდა ტემპერატურა და სუნთქვაც უჭირდა. სასწრაფო დახმარების უყურადღებობის შედეგად ასაკოვანი ქალბატონი სახლში სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

"რძალს დაუდასტურდა კორონა რომელიც არის ექიმი. შესაბამისად, უკვე ეჭვი ჰქონდათ და იმავე საღამოს დამძიმდა. ლაპარაკი იყო ასაკზე. ავადმყოფობდა 4 - 5 დღე, სიცხე მაღალი არ ჰქონდა. ჰქონდა 37 ნახევრიდან 38 ნახევრამდე", - ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ია   (20.10.2020)
პანიკა არაო,სახლში ხოცავენ ხალხს.

ლალი   (20.10.2020)
არჩევნებზე მიჰყავთ ხალხი ამათ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×