რეზონანსი
20.10.2020

რუსეთი საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ქვეყანა აღარ არის. ის ჩინეთმა ჩაანაცვლა, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ჩინეთში საქართველოდან საექსპორტოდ გატანილი პროდუქციის მთლიანი ღირებულება, გასულ წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა და რუსეთის მაჩვენებელს 63 მილიონი აშშ დოლარით გადაასწრო, რაც ნიშნავს რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული პროდუქტი ჩინურ ბაზარზე გაიყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქსტატის, ადგილობრივი ექსპორტის 2020 წლის კვლევაში წერია.

ცნობისთვის, საქართველოდან რუსეთში ექსპორტის შემცირების მიზეზი, რუსეთში COVID-19-ის კრიზისის შედეგად შემცირებული ექსპორტ-იმპორტია.  ზოგადად კი, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, რუსულმა ეკონომიკამ 2020 წელს დიდი კრიზისი და რეცესია განიცადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×