რეზონანსი
20.10.2020

ჩვენ რესტორნები თბილისში 22:00 საათიდან იმიტომ არ შეგვიზღუდავს, რომ თბილისს ვერჩოდით რამეს. რესტორნები 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, იქ იყო გავრცელების შემთხვევები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ხალხმა გადაწყვიტა, რომ გართობა გაეგრძელებინა მცხეთაში.

მან ასევე განმარტა, რომ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მცხეთაში რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ვრცელდება მცხეთის მუნიციპალიტეტზე და იურიდიულად, მცხეთის მუნიციპალიტეტში რომელი ტერიტორიებიც შედის, ყველა ამ რესტორანზე.

„ჩვენ რესტორნები თბილისში 22:00 საათიდან იმიტომ არ შეგვიზღუდავს, რომ თბილისს ვერჩოდით რამეს. რესტორნები 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, იქ იყო გავრცელების შემთხვევები და ამით იყო ეს ყველაფერი განპირობებული. ხალხი ადგა და უბრალოდ გადაწყვიტა, რომ გართობა გაეგრძელებინა მცხეთაში. იმედი გვაქვს, რომ ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები დადგენილი წესების მიმართ აღარ იქნება“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×