რეზონანსი
20.10.2020

„ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და ექიმებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი ხაზი პაციენტზე გადის, რისთვისაც ჩვენ პროფესიონალი ექიმები გვესაჭიროება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში , მოქალაქეებს მაღალი ჯანდაცვის სისტემას მივაწვდით. საყოველთაო ჯანდაცვას, კი უნივერსალურ და ხარისხიან ჯანდაცვად გარდავქმნით. რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, სახელმწიფო და სამინისტრო 100-მდე ამბულატორიის აღჭურვას ახორციელებს, რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისთვის სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს კომპლექსური ღონისძიებები - მაღალი დონის კლინიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და სამედიცინო განათლების მიმართულების გაძლიერება. პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა სოციალური კეთილდღეობასა და სოციალურ დაცვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას შესთავაზებს. მინისტრის თქმით, საკანონმდებლო მექანიზმების საფუძველზე ასაკობრივი პენსიის ოდენობის ზრდა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. რაც შეეხება სოციალურ დაცვას, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ოჯახის გაძლიერება, ბავშვების საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების დანერგვა და სოციალური მუშაკის სერვისის განვითარებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×