რეზონანსი
20.10.2020

"ძა­ლი­ან გა­ერ­თნენ პო­ლი­ტი­კით, სამი მუშ­კე­ტე­რი რომ ვე­ძა­ხეთ, დი­უ­მა ალ­ბათ, საფ­ლავ­ში ბრუ­ნავს. რა სამი მუშ­კე­ტე­რი? ეს სამი ადა­მი­ა­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ზუ­რის ქვე­შაა მოქ­ცე­უ­ლი და გვიმ­ტკი­ცებს დღე­საც, რომ ჩვენ ვართ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში".

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ნარ­ცი­სიზ­მით იყ­ვნენ შე­პყრო­ბი­ლი, ახლა კი "უნ­დათ 31 ოქ­ტომ­ბრამ­დე მიყ­ვა­ნა და შემ­დეგ, ან ვირი მოკ­ვდე­ბა, ან ვი­რის პატ­რო­ნი".

"დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბაა. და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად უარი თქვით. არა­ნა­ი­რი სის­ტე­მუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ მი­უ­ღი­ათ, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი შეც­დო­მა იყო, რო­დე­საც 15 სექ­ტემ­ბრის­თვის არ ჩა­ი­კე­ტა აჭა­რა და მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი აჭა­რა­სა და ქვეყ­ნის სხვა რე­გი­ო­ნებს შო­რის არ შე­წყდა. ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო და დღემ­დე არ არის ეს გა­კე­თე­ბუ­ლი. თუნ­დაც, შე­სას­ვლელ-გა­მო­სას­ვლე­ლებ­ში სი­ცხე გა­ე­ზო­მათ. ნა­ხეთ ევ­რო­პა­ში რა ხდე­ბა, ცხად­დე­ბა ლო­კა­ლუ­რი ლო­ქ­და­უ­ნე­ბი, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი, აჭა­რა უნდა ჩა­ე­კე­ტათ და ეს რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ბევ­რად უკე­თე­სი სუ­რა­თი გვექ­ნე­ბო­და.

ამის ნაც­ვლად, დღეს გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან ეკო­ნო­მი­კის ინ­ტე­რე­სებ­ზე, სად არის ამ ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კა? მომ­ხმა­რე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა ვართ, არა­ნა­ი­რი ეკო­ნო­მი­კა ჩვენ არ გვაქვს, მარ­ტო ვჭამთ, წა­მალს ვი­ღებთ და მეტი არა­ფე­რი. ეს ეკო­ნო­მი­კა მა­ინც იმუ­შა­ვებს და ვერ ჩა­ი­კე­ტე­ბა. უნ­დათ 31 ოქ­ტომ­ბრამ­დე მიყ­ვა­ნა და შემ­დეგ ან ვირი მოკ­ვდე­ბა, ან ვი­რის პატ­რო­ნი. ნარ­ცი­სიზ­მით და თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რო­ბის ტკბო­ბით იყ­ვნენ შე­პყრო­ბი­ლი გინდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და გინდ შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ნარ­ცი­სიზ­მით ტკბო­ბა­ში გა­ა­ტა­რეს ეს პე­რი­ო­დი და დღე­საც იხ­ტი­ბარს არ იტე­ხენ, წუ­თებს და სა­ა­თებს ით­ვლი­ან, რომ სიკ­ვდი­ლის შიში არ დაბ­რუნ­დეს მთე­ლი ძა­ლით", - აღ­ნიშ­ნა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

სრულად იხილეთ: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )