რეზონანსი
20.10.2020

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. როგორც მან საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენისას განაცხადა, საქართველოს მოქალაქე მიტოვებულია. „ვუთხრათ მთელ საქართველოს, რომ ყელში ამოვიდა საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციაში ყოფნა და იქ მონური შრომა, არაადეკვტური სკოლები და არაადეკვატური ჯანდაცვა, მექრთამე, კორუმპირებული ხელისუფლება, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ჩვენი შვილები მომავლის გარეშე დატოვეს. ჩვენ შვილებს აღარ აქვთ მომავალი, გაქრა სახელმწიფოს მიმარ ის ნდობა, რომელიც 2012 წლამდე იყო. საქართველოს მოქალაქე მიტოვებულია.

სწორედ ამიტომ გვინდა პროდასავლური მთავრობა და ისეთი პარლამენტი, სადაც იქნებიან ადამიანები, რომელსაც ყველაფერს რომ თავი დავაბნებოთ, დოკუმენტის წაკითხვა შეეძლებათ",-განაცხადა ვაშაძემ.

მან ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა.

„8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს. საშინელი ტემპით მოგვიწევს მუშაობა, რომ ამის კომპენსირება მოვახდინოთ და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ",-განაცხადა ვაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა" 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს მოიგებს. „მოვიგებთ ამ არჩევნებს და 4 წლის განმავლობაში მართლა ვერ იცნობთ საქართველოს. გაკეთდება ის, რაც გაკეთდა 2003 წლიდან 2012 წლამდე და იმაზე მეტი",-განაცხადა ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (20.10.2020)
ვაი თქვენს პატრონს.ისე მოიგებთ,როგორც 1ნოემბერს ბებიაჩემი დაბრუნდება საიქიოდან.

zalo   (20.10.2020)
sorry mama this is truuu


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×