რეზონანსი
19.10.2020

დღევანდელი მონაცემებით, კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა. ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, სპეციალური საარჩევნო უბნები დილის 07 :00 საათზე გაიხსნება და გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება დილის 08 :00 საათიდან, რაც საღამოს 08:00 საათამდე გასტანს.

სპეციალური ჯგუფები სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს ზეპირი განცხადებით უნდა მიმართონ.

თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით აქვთ შესაძლებლობა, ზეპირი განცხადებით მომართონ ცესკოს საინფორმაციო ცენტრს 24-დან 26 ოქტომბრის საღამოს 10:00 საათის ჩათვლით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×