რეზონანსი
19.10.2020

გაუპატიურებისა და ძალადობით ჩადენილი თვითნებობის ბრალდებით, თბილისში კაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ი.ზ. გაუპატიურებისა და ძალადობით ჩადენილი თვითნებობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა 1995 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც, მსხვერპლის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გაუპატიურებას და ძალადობით ჩადენილ თვითნებობას გულისხმობს", - აღნიშნულია შსს-ს უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×