რეზონანსი
19.10.2020

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, შეფასებები, რომ გაზრდილი რაოდენობის პირობებში სიტუაციას ვეღარ ვმართავთ, სინამდვილეს არ შეესაბამება.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მატება მოსალოდნელი იყო და ისევ წარმატებით მართვა გამოიხატება იმაში, რომ ისევ ისე დაბალია სიკვდილობა.

„არც ერთ პაციენტს არ უგვიანდება ტესტირება, პასუხი, ყველა პაციენტი შედის ექიმთან კონტაქტში", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, პაციენტების ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები ერთეული იყო.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანა იმაზე უკეთ მართავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ვიდრე პანდემიის დასაწყისში.

„არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ამ მხრივ პრობლემა შეექმნას. თუ ერთეული შემთხვევები არის და ამაზე მახვილდება ყურადღება, ზოგჯერ თავად პაციენტის,ზოგჯერ ჟურნალისტის, ზოგჯერ უბრალოდ ანგაჟირებული და ტენდენციური ადამიანების მხრიდან, დამიჯერეთ, ასეთი შემთხვევები გამონაკლისია, ერთეულია და ამ ერთეული შემთხვევის განზოგადება არ უნდა მოხდეს, რათა საზოგადოებაში მცდარი აზრი არ შეიქმნას, თითქოს ქვეყანა ცუდად უმკლავდება კოვიდპანდემიას.

პირიქით, ვიტყოდი, ახლა უფრო კარგად უმკლავდება, ვიდრე დასაწყისში. მაშინ თუ უფრო ადვილი იყო მართვა, რადგან შემთხვევების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო, თანაც მაშინ ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებზე, ჩაკეტვებზე, ლოქდაუნზე წავიდა. ისევე როგორც ევროპის ყველა ქვეყანა. ამან თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ ახლა ლოქდაუნის გარეშე ყოველდღე ათასობით პაციენტის მართვა ისე, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, გაცილებით რთულია, ვიდრე გაზაფხულზე იყო", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გიო   (19.10.2020)
ზომები უშველის

გიო   (19.10.2020)
კარანტინი გვეშინია ხალხს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×