რეზონანსი
19.10.2020

პანიკის, ისტერიისა და შიშის დათესვა სიტუაციის გაუმჯობესებას ხელს არ შეუწყობს, პირიქით, ხელს გვიშლის სამედიცინო პერსონალსა და იმ ადამიანებს, ვინც ამ ბრძოლაში ჩართული ვართ. ყველას მოვუწოდებ, უფრო კონსტრუქციულები ვიყოთ და სიტუაცია ადეკვატურად შეაფასოთ, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

„ზოგადი სიტუაცია საყურადღებოა. ბოლო ორი დღეა ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხნიშნა რიცხვზე ავიდა, რაც საყურადღებოა. კლინიკები სრული დატვირთვით მუშაობენ და პაციენტებს, ვინც საავადმყოფოებში იმყოფებიან, საჭირო სამედიცინო სერვისი მიეწოდებათ. თუ ასეთი დინამიკა გაგრძელდა, ახალი შემთხვევების ზრდასთან ერთად დამატებითი რესურსების მობილიზება იქნება აუცილებელი.

შეიძლება რესურსი ამ ეტაპზე საკმარისი გვქონდეს, მაგრამ ახალი შემთხვევების ზრდასთან ერთად, კიდევ მეტი რესურსი გახდება საჭირო. ულიმიტო და უსაზღვრო რესურსი არ არსებობს, თუ ოთხნიშნა რიცხვით მატება კიდევ 2-3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შეიძლება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა მოხდეს", - აღნიშნა ინფექციონისტმა „POSTV"-ის ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×