რეზონანსი
19.10.2020

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

"ზუგდიდის შემდეგ იგივე განმეორდა ჩვენი ბათუმური შეხვედრის გაშუქებისას - მთავარმა არხმა - მთავარი ცენზორის მიხეილ სააკაშვილის მითითებათა შესაბამისად, კვლავ აჩვენა ჩემი სცენაზე ასვლის კადრები და საერთოდ გათიშა იქ ერას მოედანზე დისტანციის დაცვით მჯდარი ასეულობით ადამიანი, ხოლო თბილისში დაბრუნებისას კვლავ დამახვედრეს ე.წ იპსოსის კვლევის შედეგები ანუ იგივე სააკაშვილის შემოქმედება სადაც ორი პროცენტი გვქონია თურმე რეიტინგი. იმდენი გაგისივდათ ცხვირი.

თუმცა გასივებამდე ასეთი პოლიტიკით სააკაშვილი ისევ დატოვებს ბიძინას, ხოლო თვითონ კიევიდან გააგრძელებს კიდევ ოთხი წელი ეპისტოლეთა კითხვებს ოლიგარქთა მავნებლობაზე.

ცნობისათვის ეს იპსოსი ფრანგული აბრევიატურის, მაგრამ მოსკოვური, რუსეთის უშიშროების თანამშრომლებით დაკომპლექტებული კომპანიაა იმ დონეზე, რომ ხელმძღვანელობაში ყავთ ქართველთ-მოძულე საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშოვის შთამომავალი - ოლგა ხრუშევა. ნუ მოკლედ დანარჩენი მერე."

ზუგდიდში შეხვედრის შესახებ კი ნათელაშვილი, წერდა:

"მთავარი არხის საყურადღებოდ--ძმანნო და დანნო, როცა ზუგდიდში ჩავალ და ათასი ადამიანი დამხვდება ოვაციებით, მაშინ მარტო ჩემი და ქუჩაში ძაღლის გულთბილი შეხვედრის ჩვენებით არ უნდა შემოიფარგლოთ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ზუგდიდელი   (19.10.2020)
ბ-ნო შალვა ნუ გაუბრაზდებით რამეთუ უწიგნურები არიან,ეს თქვენც ხომ იცით?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×