რეზონანსი
19.10.2020

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ახალი გარემოებები და კარტოგრაფიული მასალები გახდა ცნობილი.

მისივე თქმით, დავით გარეჯის თემა პოლიტიკურ საკითხებზე გაცილებით მაღლა დგას.

„თუ ვინმეს ეწყინა, რომ შეგვექმნა საფუძველი, გადაიხედოს კომისიის ფორმატში აქამდე არსებული შეთანხმებები, ეს მათ ლუსტრაციას ახდენს. სინამდვილეში, მათი მიზანი ის კი არ არის, რომ საქართველოს სასარგებლო მასალების საფუძველზე გაგრძელდეს კომუნიკაცია, არამედ არ გამოჩნდეს, ვიღაცების მიერ ჩადენილი დანაშაული. ცხადია, ეს ასე არ იქნება. დავით გარეჯის საკითხი გაცილებით მაღლა დგას პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის არჩევნებზე, ეს არის ჩვენი

ქვეყნის ისტორია, ჩვენი ცნობიერების და სულიერების საკითხი", - განაცხადა იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილის თქმით, მეგობარ ქვეყანასთან გაგრძელდება მოლაპარაკებები ახალი მასალების საფუძველზე, რომელიც ცალსახად საქართველოსთვის სასარგებლო და უპირატეს გარემოებებს ქმნის.

„არ არსებობს საკითხი აზერბაიჯან-საქართველოს შორის, რომელიც მეგობრული მოლაპარაკებების ფარგლებში არ შეიძლება, გადაიჭრას. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხიც ასე გადაიჭრება. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დავით გარეჯის ირგვლივ იმდენი არასახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი განცხადება მოვისმინეთ, რომ ამაზე საზოგადოებამ თავისი დასკვნა უნდა გამოიტანოს. ეს ჩვენთვის არ არის პოლიტიკური საკითხი, ეროვნული საკითხია. მათთვის ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მეორე ხარისხოვანი საკითხია", - განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×