რეზონანსი
18.10.2020

ათენში დააკავეს პაკისტანის მოქალაქეები, რომლებმაც პეტრალონაში, ქართველი დედა-შვილი სასტიკად მოკლეს და ცხედრები დაანაწევრეს. ამის შესახებ ინფორმაციას georgians.gr ავრცელებს. როგორ ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ჰყვება, 21 წლის ანი და მისი დედა პაკისტანელი მამაკაცის კაფე-ბარში იყვნენ დასაქმებულები. გოგონა მოლარედ, დედა კი მე­ნე­ჯე­რად მუშაობდა.

„ერთ-ერთ სამუშაო დღეს ანი კაფეში არ მივიდა, შემდეგ მის დედას დაურეკეს და უთხრეს, რომ ანის პრობლემა ჰქონდა და ისიც, ცხადია, მაშინვე წავიდა მის დასახმარებლად. ამის შემდეგ არცერთი აღარავის უნახავს“, – ამბობს ემიგრანტი.

მისივე განცხადებით, პოლიციამ დიდი ხნის განმავლობაში იცოდა, სავარაუდო დამნაშავეების შესახებ, თუმცა საქმის გახსნას 13 წელი დასჭირდა.

„მოკლული ქალის და ხელს თავიდანვე ადებდა პაკისტანელს და აცხადებდა, რომ ის იყო დედა-შვილის გაუჩინარების საქმეში გარეული, თუმცა, გამოძიება ამ კუთხით, როგორც ჩანს, არ წასულა“, – ამბობს ემიგრანტი.

ემიგრანტის ცნობით, პაკისტანელ მამაკაცსა და ქართველ ქალს შორის კონფლიქტი ფულის გამო მოხდა.

პაკისტანელებმა პეტრალონაში მდებარე ბინაში 21 წლის ანი და მისი დედა 2007 წელს მოკლეს, ხოლო შემდეგ ცხედრები დაანაწევრეს და კვალის დასაფარად სხვადასხვა ურნებში ჩაყარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (18.10.2020)
დაუცველობა...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×