რეზონანსი
18.10.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებულ სიტუაციაში საზოგადოებას ორი არჩევანი აქვს, დაიცვას მინიმალური რეგულაციები ან უარი თქვას მათ შესრულებაზე და ამით მოახდინოს პროვოცირება, სახელმწიფო წავიდეს „ლოქდაუნსა“ და მკაცრ შეზღუდვებზე.

„მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რეკორდული რიცხვი ფიქსირდება, მათ შორის, სამწუხაროდ, საქართველოშიც. მთელმა მსოფლიომ დაიწყო ფიქრი ხელმეორე კარანტინზე, ჩაკეტვებზე. ისრაელმა ეს უკვე განახორციელა, ევროპის წამყვანი ქვეყნები და ამერიკა ფიქრობენ ამაზე და სანახევროდ ახორციელებენ. ჯერჯერობით საქართველო ყველაზე რბილია ამ მიმართულებით. არსებობს ორი გზა მომავლისთვის: ერთი – ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს მკაცრ ზომებს, „ლოქდაუნს“, მთლიანს ან ნაწილობრივს და ასეთ შემთხვევაში შედარებით სწრაფად მოხერხდება მდგომარეობის სტაბილიზება და შემთხვევების შემცირება ან მეორე – უნდა გავაგრძელოთ ასე, ანუ მინიმალური რეგულაციები. 

ფაქტობრივად, ახლა ჩვენ ვიყენებთ მოდელს, რომელიც ძალიან ახლოსაა შვედურ მოდელთან. ახლა მოსახლეობამ თავად უნდა აირჩიოს, რა ურჩევნია. საზოგადოებას აქვს არჩევანი, რომ უარი თქვას ამ მინიმალურ რეგულაციებზე, რაც არ იქნება გონივრული და ამით მოახდინოს პროვოცირება, რომ სახელმწიფო იძულებული გახდეს, წავიდეს „ლოქდაუნსა“ და მკაცრ შეზღუდვებზე. აი, ამ გზაჯვარედინზე ვდგავართ ახლა. ჩემი რჩევაა მოსახლეობისადმი, რომ აირჩიოს პირველი გზა, მინიმალური რეგულაციების კეთილსინდისიერად შესრულებით, თავიდან ავიცილოთ უფრო მკაცრი შეზღუდვები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, საკოორდინაციო საბჭო ფიქრობს თუ არა მკაცრი შეზღუდვების დაწესებასა და ქვეყნის კვლავ ჩაკეტვაზე, ცერცვაძემ უპასუხა, რომ ამ სიტუაციაში ჩაკეტვაზე არ ფიქრობენ, თუმცა ეს საზოგადოების ქცევაზეა დამოკიდებული.

„მსჯელობა არის, მაგრამ არ ფიქრობენ. ამ სიტუაციაში, მართვის ამ დონეზე ჩაკეტვებზე არ ფიქრობენ. საზოგადოების ქცევას ველოდებით. ბევრს არაფერს ვითხოვთ საზოგადოებისგან. ამ მინიმალურ რეგულაციებს მეტ-ნაკლებად კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაზაფხულსა და ზაფხულში და შედეგიც გვქონდა“, – განუცხადა "პირველ არხს"ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
პეტრე   (18.10.2020)
დ,არტანიანი რომელია აქ!!! პირველ რიგში გრიპის ვაქცინაციაზე ვიზრუნოთ?!...აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი, თუ ამბობს არავითარი შეზღუდევები არ დაწესდებაო და პრეზიდენტი, ერთ დღეში გამოჯანმრთელდა?! ბელარუსში მიტინგებით გრიალებენ, სომხეთი და აზერბაიჯანი ომობენ, თურქმენეთმა ხომ საერთოდ დაიკიდა, მაშ ჩვენ რა ბუს კვერცხები ვართ...ხომ ცხადია აკრძალვების გზა, შიმშილით სიკვდილზე გადის... ეს უმიზნო ხარჯები, ვალები, ქვეყნის მონგრევა... არ ჯობია მოვიმარაგოთ არსებული წამლები, მოვახდინოთ თვითიზოლაცია, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ვუმკურნალოთ სტაციონარში...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×